რეგიონი
სენაკში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა
სენაკის სოფელ ლეძაძამის მკვიდრის ზაირა გოგიას საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, თუმცა რელიეფის სირთულის გამო ვერ მოხერხდა ადგილზე ტექნიკის გამოყენება და მეხანძრეებმა მხოლოდ ფიზიკური რესურსების გამოყენებით მოახერხეს მიმდებარე საცხოვრებლებზე ხანძრის გავრცელების საშიშროების აღმოფხვრა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სენაკის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს უკვე დაევალა, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის შესწავლა, რომლის შემდეგაც დაზარალებულზე, სპეციალური პროგრამის ფარგლებში, კომპენსაცია გაიცემა.

შემთხვევას, რომელიც 9 მარტს, გვიან ღამით მოხდა, მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ზაირა გოგიას სახლი სრულად დაიწვა.

შს სამინსიტრომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას  გულისხმობს.



Print