რეგიონი
შემოდგომიდან ხობის სამ სოფელს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებს ყულევს, შუა ხორგასა და ქარიატას, მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებათ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით,ამ დროისთვის სასმელ წყალს მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სპეციალური წყალმზიდებით აწვდის. მათივე ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს 34 კმ-ი სიგრძის წყლის მაგისტრალის მოწყობას. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიონ ლარამდეა.



წყალმომარაგების მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.


Print