ახალი ამბები
პრემიერი-მინისტრი: სამეგრელოში ფსიქიატრიული საავადმყოფოს აშენებას ვგეგმავთ
საქართველოს მთავრობა სამეგრელოში ფსიქიატრიული დაწესებულების აშენებას აპირებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მსგავსი დაწესებულება რეგიონში ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორი ასეთი ახალი დაწესებულების მშენებლობას ვგეგმავთ. ერთი იქნება სამეგრელოში, ხოლო ერთი - კახეთის რეგიონში, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეცვლის მდგომარეობას ამ მიმართულებით. ნამდვილად, სახალხო დამცველს მადლობა ეკუთვნის იმისათვის, რომ იგი ასეთი ყურადღებით მიუდგა ამ საკითხს, რადგან ჩვენთვის ეს მართლაც საგანგაშო ზარი აღმოჩნდა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სთხოვა, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში არსებული ვითარებით დაინტერესდეს.

ჯერჯერობით, უცნობია, რომელ მუნიციპალიტეტში აშენდება დაწესებულება.



Print