"არა დიდ კაშხლებს და დამანგრეველ ჰესებს!" - თბილისში, საკრებულოს
შენობასთან აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. აქცია იმერთება,
ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭის და საქართველოს იმ სხვადასხვა კუთხეთა
წარმომადგენლების ინიციატივით, სადაც ხელისუფლება ჰესების მშენებლობას
გეგმავს.
ფოტო: "ლიბერალი"
აქციაში ასევე იღებენ მონაწილეობას საზოგადოებრივი ორგანიზაციების
წარმომადგენლები, გარემოსდამცველები, მათ შორის ,- "სვანეთის
ახალგაზრდული მოძრაობა", ქვემო სვანეთის ადგილობრივი გაერთიანება
"ძალა ერთობაშია", რაჭის ადგილობრივი ორგანიზაცია, "მწვანე
ალტერნატივა", "დემოკრატიის ინსტიტუტი", ლაშა ჩხარტიშვილი, დავით
გულბანი, "აუდიტორი 115", "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის
მეგობრები", "ენერგოეფექტურობის ფონდი", ენერგეტიკოსი ვახტანგ ზარქუა,
"უფლებადამცველთა ასოციცია".
წყარო: "ლიბერალი"
მასალის გამოყენების პირობები