ახალი ამბები
დაჭრილი სამი მამაკაციდან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ორი დღის წინ ზუგდიდში დაჭრილი სამი მამაკაციდან ერთ-ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ცნობით, ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია და  მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რაც შეეხება დანარჩენ ორს, ორჟონიას ინფორმაციით, ერთი მამაკაცი ბინაზე გაეწერა, მეორე კი პალატაშია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამი ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდში ორი დღის წინ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. ერთ-ერთ მათგანს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ბრლადებული ცხელ კვალზე ფოთში დააკავეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:

გუშინ დაჭრილი მძიმედ მყოფი მამაკაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა
Print