ახალი ამბები
მესტიის ერთ-ერთ სოფელში ჰესის მშენებელი კომპანიისგან კომპენსაციას ითხოვენ
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშრიჭალაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები ნენსკრაჰესის მშენებლობის წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა ფულად კომპენსაციას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც ჰესის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, საუკუნეების მანძილზე ნარსავიძეებისა და ჩხეტიანების მამული იყო და მათი საკუთრებაა.

,,ვითხოვთ ფულად კომპენსაციას, სხვა მოთხოვნა არ გვაქვს. ჰესის მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

სოფელ მაშრიჭალაში ჰესის სამშენებლო სამუშაოებს იტალიური კომპანია ახორციელებს.

Print