ახალი ამბები
იან კელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საარჩევნო უბნების გახსნას გამოეხმაურა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ ისაუბრა. მას აფხაზეთსა და" სამხრეთ ოსეთში" საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე რაიმე სახის ქმედების განხორციელება დაუშვებლად მიაჩნია.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვცნობთ რუსეთის ძალაუფლებას "სამხრეთ ოსეთსა" და აფხაზეთზე, რადგანაც ეს რეგიონები არის საქართველოს ნაწილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ელჩმა.

აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 საარჩევნო უბანი,  "სამხრეთ ოსეთში" კი  13 საარჩევნო უბანი გაიხსნა.  

Print