ახალი ამბები
ბიჭვინთაში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
დე-ფაქტო აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაგრის მილიციის სამმართველოს თანამშროლმლებმა ბიჭვინთაში საქართველოს მოქალაქე, ფოთში მცხოვრები იური გობეჩია 7 მარტს დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მას ბრალად „საზღვრის უკანონო კვეთა“ ედება. დე ფაქტო შსს-ის ინფორმაციით, მან სამეგრელო-აფხაზეთის საზღვარი გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში „უკანონოდ“ გადაკვეთა.

მათივე ცნობით, გობეჩია გირაოს სანაცვლოდ უკვე გათავისუფლებულია, თუმცა, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

Print