რეგიონი
სოფელ ლეკუხონეში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს
გალის რაიონში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო უშოშროების სამსახური ავრცელებს. იარაღი და საბრძოლო მასალა რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარს აკონტროლებენ, სოფელ ლეკუხონეში იპოვეს.

ამავე ცნობით, სამალავიდან ამოღებულია ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი РПГ-26, 16 - კალიბრიანი ორლულიანი სანადირო თოფი, ხელყუმბარა Ф-1, 30 - მდე საბრძოლო ვაზნა.

აფხაზური მედიის ცნობით, საქმესთან დაკავშირებით, ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

Print