რეგიონი
გზდ: ფოთში მეპატრონეს ფიჭვების მოჭრის უფლება ჰქონდა
გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ინფორმაციით, ფოთში მალთაყვის ტერიტორიაზე ფიჭვების მოჭრის უფლება ჰქონდათ და მეპატრონეს ტერიტორიის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქვს.

„ჩვენი საგენტოს წარმომადგენლები იყვნენ ადგილზე მისული. მან წარმოადგინა საკუთრების უფლება, რაც შეეხება ფიჭვებს ის არ არის წითელ ნუსხაში შეტანილი და მას საკუთარ ტერიტორიაზე ხეების მოჭრის უფლება ჰქონდა“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ფოთის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ფიჭვები უნებართვოდ მოიჭრა.

რამდენიმე დღის წინ ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე ხეების ჭრის ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ გაჩეხილია ასწლოვანი ფიჭვები. არსებული ინფორმაციით, ტერიტორია კერძო საკუთრებას წარმოადგენს და მეპატრონე იქ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. მესაკუთრე აცხადებდა, რომ ხეები უკანონოდ არ გაუჩეხია და ასწლოვანი ფიჭვების ჭრაზე შესაბამისი ნებართვა ჰქონდა.

ამავე თემაზე:

ფოთის მერია: მალთაყვის ტერიტორიაზე ფიჭვები უნებართვოდ მოიჭრა

Print