ზუგდიდის საკრებულოს წევრები სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
16:59 / 22.03.2018
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი
ბათლომე შელია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანაკლიის
მაჟორიტარი დეპუტატი დავით შელია ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ორივე მათგანს აღენიშნება ფიზიკური დაზიანება. ბათლომე შელიას
ცხვირის, ხოლო დავით შელიას თავის არეში.
დაპირისპირებას წინ კამათი უძღოდა, რაც „ევროპული საქართველოს“ მიერ
ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებას მოჰყვა. საკრებულოს სხდომაზე
შესვენება გამოაცხადდა. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები
იმყოფებიან.
მასალის გამოყენების პირობები