ახალი ამბები
მესტიის მერიამ რამდენიმე თანამდებობაზე ვაკანსია გამოაცხადა
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ 8 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. მერია სულ 8 ახალ თანამშრომელს ეძებს, მათ შორის მერის წარმომადგენელს ლენჯერის, ბეჩოს, ეცერისა და ლახამულას ტერიტორიულ ერთეულებში. ამ უკანასკნელ პოზიციაზე განცხადებები 28 მარტამდე, სხვა ვაკანსიებზე 25 მარტის ჩათვლით მიიღება.

მსურველებს კონკურსში მონაწილეობა 25 მარტამდე შეუძლიათ სხვა პოზიციებზეც: შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის, ასევე, განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში; სოციალური დაცვის სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი; მერის წარმომადგენლის დამხმარე სპეციალისტი;

განაცხადები საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება.

Print