ახალი ამბები
გუბერნატორი,ზუგდიდის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ტატუნაშვილის დაკრძალვაზე ჩავლენ
ხვალ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვაზე დასასწრებად სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები წილკანში ჩავლენ.

სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, წილკანში გუბერნატორი ლევან შონია რამდენიმე თანამშრომელთან ერთად გაემგზავრება. მერიის თანამშრომლებთან ერთად წავა სამძიმარზე მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაც. წილკანში გამგზავრებას აპირებს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიაც.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალში მოკლეს. მისი ცხედრის საქართველოს მიერ კონროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებას ოჯახი 26 დღის განმავლობაში ელოდებოდა. საბოლოოდ, ცხედარი „წითელი ჯვრის“ მეშვეობით დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას გადმოსცა. მას სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. პირველადი დაკვირვების შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ნაწამებია.

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციაც მიიღო, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მთავრობა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას შეადგენს და სიაში შესულ ადამიანებს სანქციები დაუწესდებათ.

არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ამავე თემაზე:

ოთხოზორიას ოჯახმა ტატუნაშვილებს მიუსამძიმრა

გიგა ოთხოზორიას დედა: იმედი მაქვს ეს რეზოლუცია სხვის შვილებს დაიცავს

გიგა ოთხოზორიას ოჯახი ტატუნაშვილის სამძიმარზე აპირებს წასვლას

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირეს
Print