რეგიონი
აფხაზეთის მცხოვრებლებს ერთ კილოგრამ ფაროსანაში ათას რუბლს გადაუხდიან
რუსული მხარე მზადაა აფხაზეთის მცხოვრებლებს 1 კგ ფაროსანაში 1000 რუბლი გადაუხადოს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ჯამბულათ ხატუოვმა სოხუმში აზიურ ფაროსანათან დაკავშირებით გამართულ თათბირზე განაცხადა. მისი თქმით, მეცნიერებს მწერები ფერომონების დამზადებისას დასჭირდებათ, რათა მავნებლის გენეტიკა და მასზე ქიმიური პრეპარატების ზეგავლენა შეისწავლონ.

ხატუოვი თვლის, რომ ფაროსანას ხელით შეგროვება დღესდღეობით მავნებლეთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია.

მისივე ინფორმაციით, მწერები რაიონულ განყოფილებებში მჭიდროდ დახურულ პლასტმასის ჭურჭელით უნდა მიიტანონ. 


Print