ახალი ამბები
ზუგდიდსა და სოფლებში გარე განათების სამუშაოებზე მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოცხადდა
ზუგდიდის მერიის ააიპ კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა ზუგდიდსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე განათების მოწყობილობების (დიოდური სანათების) და მათი სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესაბამისი სამუშაოები სულ ქალაქისა და სოფლების 322 ობიექტზე უნდა შესრულდეს. ამავე დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შემსყიდველმა კომპანიამ უნდა მოახდინოს ძველი სანათების დემონტაჟი და არსებულ განათების ბოძებზე დაამონტაჟოს ახალი (დიოდური) სანათები.

გარდა ამისა, შესრულებული სამუშაოების სრულფასოვანი ფუნქციონირების ვადა ერთ წელს, სანათების საგარანტიო პერიოდი და კი სამ წელს ან 50 000 საათს მოიცავს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 303 525 ლარია . წინადადების მიღება 12 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.


Print