ახალი ამბები
პრემიერი: რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების ეტაპი დასრულდა. კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მაღალმთიანი რეგიონებისთვის 22 „ჯიპის" ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანა არის გათვალისწინებული.

„დღეისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი სულ 232 ახალ, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილ სპეცმანქანას ითვლის, მათ შორის არის რეანომობილები, საშუალო და მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები და მოგეხსენებათ, რომ ავტოპარკის განახლება, მართლაც, მნიშვნელოვანი კომპონენტია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა მთავრობის სხდომა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, კვირიკაშვილის თქმით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამა გაგრძელდება და გაფართოვდება. ამისთვის კი 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„ამ პროგრამის მიზანია, რომ არა მხოლოდ დავამაგროთ ჩვენი მოსახლეობა მაღალმთიან რეგიონებში, არამედ ბარიდანაც გადავიდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა დასახლდეს მთიან რეგიონებში. ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, გაფართოვდება და მთიან რეგიონებს მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება. ეს არის ჩვენი პოლიტიკის და სტრატეგიის ერთი მნიშვნელოვანი ხაზი, რომელსაც ჩვენ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ“, - განაცხადა პრემიერმა.



Print