რეგიონი
ანაკლიის პორტისთვის საჭირო ტექნიკას ჩინური კომპანია დაამზადებს
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებიან. მათ შეხვედრები გამართეს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის AIIB -ის, ასევე უმსხვილესი ჩინური კორპორაციების - ZPMC -ისა და CDC – ის ხელმძღვანელობასთან. კონსორციუმის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ანაკლიის პორტისთვის საჭირო ამწე დანადგარების სპეციფიკა.

„სწორედ აქ დამზადდება ანაკლიის პორტისთვის საჭირო უახლესი თანამედროვე სტანდარტების ამწეები და საკონტეინერო ტერმინალის მართვისთვის საჭირო სხვა ტექნიკა“, - განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

მათივე ცნობით, ჩინურ საფინანსო ინსტიტუტებთან ანაკლიის პორტის ინვესტირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია შესული.

ZPMC -ი საზღვაო საკონტეინერო ტექნიკის დამამზადებელი კორპორაციაა, ხოლო CDC – ი საინჟინრო კომპანია.



Print