რეგიონი
სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ნიკოლოზ დიასამიძე დაინიშნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, რადიო „ათინათს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

სამხარეო პოლიციის უფროსის პოსტს მანამდე გიგა ზესაშვილი იკავებდა.

არსებული ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განახორციელა და იგი ზუგდიდში გუშინ თავად იმყოფებოდა.

ნიკოლოზ დიასამიძე აქამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო.

Print