ახალი ამბები
საკრებულოში ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე დეპუტატი სამართალდამცავებმა დაკითხეს
ზუგდიდის საკრებულოში მომხდარი ცემის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია დაკითხეს. თუ რა სახის ინფორმაცია მიაწოდა მან საგამოძიებო უწყებას, შელია აღნიშნულზე კომენტარისგან თავს იკავებს.

მანამდე, აღნიშნულ საქმეზე საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა დეპუტატები დაიკითხნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელია სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 126-ე ცემის მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ექვსი თვიდან ერთ წლამდე შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ისჯება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის პოლიციაში საკრებულოს წევრები მოწმის სახით დაიკითხნენ 

შსს-მ ზუგდიდის საკრებულოში ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხმაური - რას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში (ვიდეო)

დაბალი პოლიტიკური კულტურა, მიუღებელი და დაუშვებელი - არასამთავრობოები საკრებულოში ცემის ფაქტზე

საკრებულოს თავმჯდომარისა და დაპირისპირებულების შეფასებები სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე (ვიდეო)

ზუგდიდის საკრებულოს წევრები სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)


Print