ახალი ამბები
მესტიაში აქციაზე შს მინისტრის მოადგილე ჩავიდა
მესტიაში, სადაც ჰესების ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია დილიდან მიმდინარეობს, შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე ჩავიდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის მაია კახიანის ინფორმაციით, საბანიძე ადგილობრივებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ვითარებას ადგილზე ეცნობა.

„გვითხრა, რომ გვიშუამდგომლებს ეკონომიკის სამინისტროსთან ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით, მაგრამ დათმობას არ ვაპირებთ. ვაკეთებთ მოსახლეობის მობილიზაციას, ველოდებით ხალხს სოფლებიდან. ახლა რომ ეს ტექნიკა გავატაროთ, ისევ გააგრძელებენ სამუშაობს და ყურადღებას არავინ მოგვაქცევს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ კახიანმა.

მესტიაში ადგილობრივებმა გზა დილიდან გადაკეტეს. ისინი ჰესების მშენებარე ტერიტორიაზე სპეციალურ ტექნიკას და მანქანებს არ უშვებენ. მათივე ინფორმაციით, მიმდებარედ სამართალდამცავთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობაა მობილიზებული. აქციის მონაწილეები შიშობენ. რომ, შესაძლოა, მათ დაშლას ძალის გამოყენებით შეეცადონ, თუმცა დასძენენ, რომ მსგავსი შემთხვევისთვის მზად არიან. 



შს სამინისტროში კი აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ ადგილზე პოლიციის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებიან.

ამავე თემაზე:

მესტიაში ადგილობრივები ჰესების მშენებელი კომპანიის სპეციალურ ტექნიკას არ უშვებენ
Print