რეგიონი
ბზობა ზუგდიდში (ვიდეო)
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას - ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღევანდელ დღესათან დაკავშიებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება და ბზა იკურთხება. ზუგდიდში მრევლს ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ მიულოცა.

"ეს კვირა ვნების კვირეულად იწოდება. ეკლესიებში ყოველდღიურად დილის შვიდი საათოდან დაიწყება ღვთისმსახურება, სადაც მოძღვრები წაიკითხავენ წმინდა სახარებას. მორწმუნეებს ექნებათ საშუალება ეზიარონ. ყველა ქრისტიანს მოვუწოდებ ვისაც ჯერ არ დაუწყია მარხვა, ბოლო ერთი კვირა იმარხულონ. იყონ ეკლესიაში და მიიღონ საღმრთო მადლი. ეს ლოცვები და საიდუმლოებები მთლიანად ცვლის ადამიანს, უკეთესობისკენ“, - აღნიშნა მოძღვარმა.

ბზის კურთხევა ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:
დღეს ბზობაა

Print