რეგიონი
სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული 70 წლის პედაგოგი დაკავებულია
ჩხოროწყუში 70 წლის პედაგოგი, რომელსაც მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს დაკავებულია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ შს სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული გუშინ დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის  141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან  თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე ემუქრება.

ა(ა)იპ "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების" ყოფილ პედაგოგს მისივე მოსწავლე, ფეხბურთის ქალთა გუნდის ერთ-ერთი წევრი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას ინფორმაციით, ფაქტის ამსახველი აუდიო ჩანაწერი არსებობს, რომელშიც 70 წლის მამაკაცი გოგონას ავიწროებს.

ამავე თემაზე: ჩხოროწყუში 70 წლის პედაგოგი მოსწავლეს სავარაუდოდ სექსუალურად ავიწროებდა




Print