რეგიონი
სამეგრელოში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 7 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი საქართველოს მასშტაბით 154 სახერხი საამქრო შეამოწმეს. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 79 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 24 აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 4 ფაქტი კახეთში დაფიქსირდა, 7 - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 15 ფაქტი - სამცხე-ჯავახეთის სამოქმედო ტერიტორიაზე; აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე -13, ქვემო ქართლში - 2, ხოლო 1 - ქალაქ თბილისში. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 ანგარიშგების წესებისა და 13 ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტიც გამოავლინეს.

ჯამში, ამოღებულია 10 კუბურ მეტრამდე უკანონო, პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი, 52 ერთეული წიფლისა და 5 ერთეული მურყანის სახეობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე (მრგვალი მორი), ხოლო სახერხი დანადგარები დაილუქა.




Print