ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთი ტურისტებისთვის საწოლი ადგილების რაოდენობის მიხედვით მეხუთე ადგილზეა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ობიექტებზე საწოლი ადგილების რაოდენობის მიხედვით სამეგრელო-ზემო სვანეთი მეხუთე ადგილზეა. მონაცემების მიხედვით, რეგიონში ასეთი სულ 5 227 ადგილია. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად, ყველაზე მეტი საწოლი ადგილი დედაქალაქშია (17,956). პირველ სამეულში შედის აჭარა (12, 126) და სამცხე-ჯავახეთი (9, 750).

უწყების ცნობით, 2017 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - საქართველოს 7, 555, 936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1, 194, 433-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. პროცენტულად ეს +18.8%-იანი ზრდაა.

2018 წლის მარტში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით საქართველოში ტურისტების რაოდენობა 33%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 13.2%-ით გაიზარდა.

Print