ახალი ამბები
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოაცხადა. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს ყველა, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

5 აპრილს, გამთენიისას მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 მეშახტე ადგილზე დაიღუპა, 3 კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.


Print