ახალი ამბები
Gem Fest-ის ადმინისტრაცია: ანაკლიაში მიწის იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია
მუსიკალური ფესტივალის “Gem Fest”-ის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლიაში მიწის იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია. ამის შესახებ ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ სოციალურ ქსელში დაწერა, თუმცა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგანტოს თავმჯდომარემ ეკა სისაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  წელს Gem Fest 2018 - სთვის მიწის იჯარით გაცემაზე კომპანია GMF-ს უარს ეტყვის.

მოგვიანებით კი, გიორგი სიგუა განცხადებას გამოეხმაურა და ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 9 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება და ის კერძო მიწაზე ჩატარდება.

უფრო ადრე სიგუამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მას იჯარით ტერიტორიას არ მისცემს, მიწას კერძო მესაკუთრისგან იქირავებს.

ამავე თემაზე:

გიორგი სიგუა: gem fest კერძო მიწაზე ჩატარდება


Print