ერთადერთი გაერთიანება რომელიც ალექსანდრე ანქვაბის მხარდამჭერებს შორის დარჩა და პარტიად გარდაიქმნა, არის ორგანიზაცია „ამცახარა“ რომელიც 1992-1993 წლების ომის ვეტერანებს აერთიანებს. ის თავიდანვე სერგეი ბაღაფშის დასაყრდენს წარმოადგენდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ , მემკვიდრეობით ალექანდრე ანქვაბთან გადავიდა. .
ახლახან . ე.წ სახელისუფლებო პარტია " ედინაია აბხაზია" – მ გადაწყვიტა, რომ მოქმედი რეჟიმი მას არ აკმაყოფილებს და ოპოზიციაში გადავიდა. პარტიული მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ანქვაბს ხელისულფლების სადავეების დაკარგვის რეალური საშიშროება დაემუქრა. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ გადაწყდა მისი მხარდამჭერი ერთადერთი გაერთანების პოლიტიკურ პარტიად გამოცხადება.
27 ივნისს სოხუმში ორგანიზაციათა ყრილობა გაიმართა, მასში 495 დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. ყრილობას თავად ანქვაბი და მისი მთავრობის წარმომსდგენლები ესწრებოდნენ , აქვე იყვენ სხვა მოხელეებიც, რომლებიც " ედინაია აბხაზიას" ჩამოშორდნენ.
ყრილობის ბოლოს «ამცახარამ»–მ განცახდება გააკეთა, რომელშიც ყრილობის გამართვის მიზეზები განმარტა .
http://abkhazeti.info/abkhazia/2013/1372383436.php
მასალის გამოყენების პირობები