ახალი ამბები
სამეგრელოში ამინდი გაუარესდება
სამეგრელოში დღეიდან მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს მოსალოდნელია წვიმა. უფრო ძლიერი ნალექი კი ხვალ დღის განმავლობაში იქნება. სინოპტიკოსები წვიმას ზეგაც ვარაუდობენ, თუმცა მცირე რაოდენობით.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ხვალ რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და 12-დან 17 გრადუსამდე იქნება, ზეგიდან კი უმეტეს რაიონებში გამოიდარებს.


Print