ახალი ამბები
მკვლელობა ფოთში
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცმა, არსებული ინფორმაციით, მამინაცვალი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Print