რეგიონი
კახაბერ ქემოკლიძემ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტი დატოვა

კახაბერ ქემოკლიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სუს-ის

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

ქემოკლიძე სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, იგი გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.


 

Print