რეგიონი
მინისტრის მოადგილე: ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში შესაძლოა ავიაციაც ჩაერთოს
აბაშაში ,,მექანიზატორის'' ოფისში, სადაც ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შტაბი მდებარეობს, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარე კერესელიძე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებთან და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. მინისტრის მოადგილის თქმით, მავნებელთან წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მონიტორინგი და საინფორმაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„უკვე მზადაა სპეციალური ტექნიკა და როგორც კი ტემპერატურა იქნება შესაბამისი, მასშტაბური შეწამვლითი სამუშაოები დაიწყება. იმ ადგილებში სადაც ტექნიკა ვერ იმუშავებს, შესაძლებელია ავიაცია ჩაერთოს“, - განაცხადა კერესელიძემ.

ფაროსანასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა დღეს მარტვილშიც გაიმართება.

Print