რეგიონი
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი სამი დღის განმავლობაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 – 21 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელჭექით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

სააგენტოს ცნობით, 22 – 23 აპრილს შედარებით გამოიდარებს, მცირე ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 20 - 21 აპრილს +12, +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო 22 – 23 აპრილს 2 – 3 გრადუსით მოიმატებს.



Print