ახალი ამბები
საბავშვო ბაღების მენიუში ღომი შევიდა
თბილისის საბავშვო ბაღების მენიუში ღომი მას შემდეგ შეიტანეს, რაც მშობლებმა მჭადის მენიუდან ამოღება მოითხოვეს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში უთხრეს.

მათივე ინფორმაციით, მჭადის სხვა კერძით ჩანაცვლების გადაწყვეტილებაში ჯანდაცვის სამინისტროს ექპერტი, სპეციალისტები და დირექტორთა საკოორდინაციო საბჭო მონაწილეობდა.

„აღსაზრდელების მშობელთა ინტენსიური მოთხოვნისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ასევე ბაღების ადმინისტრაციების მოთხოვნის საფუძველზე, რაც ძირითადად ეხებოდა იმ ფაქტს, რომ 2018 წლის იანვრიდან შემოსულ ახალ მენიუში შეტანილი რამდენიმე კერძი არ აღმოჩნდა აღსაზრდელების უმეტესი ნაწილისათვის მისაღები, კალორიულობისა და დღიური ნორმების დაცვით, ასევე, ინგრედიენტების შენარჩუნებით,განხორციელდა კორექტირება კვებით რაციონში. მუშაობა მიმდინარეობდა ჯანდაცვისსამინისტროს ექსპერტისჩართულობით“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ სააგენტოში.

მათივე ცნობით, ჩანაცვლების მიუხედავად, მენიუ სრულად შეესაბამება მთავრობის შესაბამის დადგენილებას.


Print