რეგიონი
ზუგდიდში დედამიწის დღე აღნიშნეს (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტის: „ხელსაქმისა და მეწარმეობის შესწავლით ნდობის აღდგენის ხელშეწყობა“ ფარგლებში და ჯერმან მარშალის შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. მოეწყო საინფორმაციო კამპანია, პროექტის მონაწილეებმა მოამზადეს სამოტივაციო სლოგანები და მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ არ დაანაგვიანონ გარემო, იზრუნონ მის გამწვანებასა და დაცვაზე.

„პროექტში მონაწილე ახალგაზრდა გოგონებმა დღევანდელი აქციის მეშვეობით მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ არ დაანაგვიანონ გარემო და გაუფრთხილდნენ ბუნებას“,- აღნიშნა პროექტის მენეჯერმა მარი შონიამ.

აღნიშნული აქტივობა გადაინაცვლებს რუხის საჯარო სკოლაში, სადაც პროექტის მონაწილეები სკოლის მოსწავლეებთან ერთად მარადმწვანე-დეკორატიულ მცენარეებს სკოლის ეზოში დარგავენ.

„თითეული მოქალაქის ვალია, რომ გაუფრთხილდეს და მოუაროს გარემოს, რადგან მსოფლიო ეკოლოგიური პრობლემის წინაშე დგას. მე მოვუწოდებ ყველას და მათ შორის ახალგაზრდებს, რომ მცენარეები დარგონ თავინთ ეზოებში, სკოლებსა და ბაღებში“, - თქვა აქციის მონაწილე სალომე ქარდავამ.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოში იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.



Print