რეგიონი
ბაჩო ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გარდა ამისა, ამავე საქმეში ბრალდებულ ნიკოლოზ ძიმცეიშვილს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა.

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა, რომელსაც ორგანიზება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გაუკეთა.



Print