ზუგდიდში ამ წუთებში „ქართული ოცნების“ პარტიის საოლქო ორგანიზაციის
კონფერენცია დაიწყო.
მას საქართველოს პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის
თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებიან.
კულტურის ცენტრ „ოდიშში“, სადაც აღნიშნული კონფერენცია იმართება,
პარტიის რეგიონული ორგანიზაციის წევრები, ასევე ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და ზუგდიდის მერიის
აიპი-ების თანამშრომლები ესწრებიან. სავარაუდოდ, ეს უკნასკნელები,
მოწვეული სტუმრების რანგში არიან. გარდა ამისა, შეხვედრას
მუნიციპალიტეტის მერები და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებიან.
დღეს კონფერენციაზე ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს
აირჩევენ. ღონისძიება, სავარაუდოდ 40 წუთს გასტანს. „ქართული ოცნების“
საოლქო ორგანიზაციების კონფერენციები მთელი ქვეყნის მასშტაბით
გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები