ახალი ამბები
მესტიის მიმართულებით ფრენები გაძვირდა
საქართველოს მასშტაბით შიდა ფრენების უმეტესობა 26 აპრილიდან გაძვირდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია "საქართველოს გაერთიანებული აეროპორტები" ავრცელებს. სხვა რეისებთან ერთად ფრენა გაძვირდა მესტიის მიმართულებით. ნატახტარიდან მესტიაში საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილება 65-ის ნაცვლად 25 ლარით მეტი - 90, ქუთაისიდან კი 40-ის ნაცვლად 50 ლარი ეღირება.

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები 35 ლარით გაიზარდა და 90 ლარის ნაცვლად 125 ლარი (ერთი გზა) იქნება. ამბროლაურის მიმართულებით კი ფრენის ფასი იგივე დარჩა.

ფოტო: მესტიის აეროპორტის ფეისბუქ-გვერდი
Print