რეგიონი
ბათლომე შელია: ენმ-ს წევრები აქ იმიტომ შეიკრიბნენ, რომ გელა თოლორაია დასაჯონ (ვიდეო)
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას ინფორმაციით, გელა თოლორაია საკრებულოს სხდომაზე იმყოფებოდა და მან რეგისტრაციაც გაირა. მისივე თქმით, სხდომათა დარბაზში არსებული ვითარების გამო ის იქაურობას მოარიდეს.

„გელა თოლორაია იყო საკრებულოს სხდომაზე, მან რეგისტრაციაც გაირა, მაგრამ ასეთი სიტუაცია, რომ იყო ჩვენ მოვარიდეთ აქურობას. არ გვინდოდა სამარცხვინო მდგომარეობაში წარმოგვეჩინა ზუგდიდი. ყველა ვხედავთ აქ „ნაცინალური მოძრაობის“ მხარდამჭერები შეიკრიბნენ და ვითომ სხვა საკითხის განხილვის მოტივით მოვიდნენ, რომ დასაჯონ გელა თოლორაია. გელას 14 აპრილს უმთავრდებოდა ექვსთვიანი ვადა, რომელიც განკუთვნილია საკრებულოს წევრის სხდომაზე დასწრებისთვის. მათ უნდათ, რომ ამ გზით გელა გაირიცხოს საკრებულოს წევრობოდან. იმუქრებიან გელას ჩვენ არ შემოვუშვებთ, გელას მიწასთან გავასწორებთ და ა ა.შ. მოსულია ბატონი ზოდელავაც, ვითომ სხვა საკითხის განსახილველად. მიხეილ სააკააშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ რასაც ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაცია ახორციელებას, არის სამარცხვინო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვანახებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილიც არის ამ გუნდის წევრი. დაბნეულები არიან, არ იციან რა ქნან“, - აღნიშნა შელიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თაზო ფაცაციას განმარტებით, გელა თოლორაიას გარიცხვის საკითხი იმ შემთხვევაში დადგება, თუ იგი ექვსი თვის მანძილზე სხდომას არ დაესწრება. 

„მოვა თუ არა, ეს მისი პირადი ნებაა. შეღავათი არავისთვის იქნება და კეთილს ინებებს, ვფიქრობ და მობრძანდება საკრებულოს სხდომაზე“, - თქვა ფაცაციამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საკრებულოში ენმ-ს ყოფილი წევრის გელა თოლორაის შესაძლო დასწრებას აპროტესტებენ. მათი თქმით, თოლორაიამ მანდატი მათი პარტიის ხმებით მოიპოვა და უფლებას არ მისცემენ სხდომებს, როგორც "ევროპული საქართველოს" დეპუტატი დაესწროს. სხდომა ხმაურის გამო 17:00 საათამდე გადაიდო.



ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულოს სხომაზე ხმაურია (ვიდეო)

Print