ახალი ამბები
ზუგდიდის ბიუჯეტში ცვლილების შედეგად ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება
ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში ადმინისტრაციული ხარჯები 800 000 ლარით შემცირდება. შესაბამისი გადაწყვეტილება დღე საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნულს არ მიესალმებიან, თუმცა "ევროპული საქართველოს" გარდა, საკითხს მხარი ყველა დამსწრე დეპუტატმა დაუჭირა.

საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტში ვერ იქნება მობილიზებული შემოსულობების ნაწილში თანხის გარკვეული რაოდენობა, რის გამოც ამ თანხის ოდენობით ადმინისტაციული ხარჯები შემცირდება.

„800 000-ით შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები, ააიპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებულთა ნაწილის შრომით ანაზღაურების ფონდი, მატერიალური და სატრასპორტო საშუალებების მოვლის ხარჯები და ასე შემდეგ. თუმცა ბიუჯეტში გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მუხლი დაფინანსება და მათ ცვლილება არ შეეხება“, - თქვა წოწერიამ.

2018 წლის ბიუჯეტი, რომელის საკრებულომ გასული წლის დეკემბერში ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერის გარეშე დაამტკიცა, 36.500.000 ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია (ვიდეო)
Print