რეგიონი
ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა
ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი საკლასო ოთახი დაზიანდა. ამის შახებ რადიო „ათინათს“ მუნიციპალიტეტის მერმა დავით გოგუამ უთხრა. მის თქმით, სახანძრო-სამაშველო სამსახური ადგილზე დროულად მივიდა და ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

მერის ინფორმაციით, მოსწავლეების ევაკუაცია დროულად მოხდა და არავინ დაშავებულა. "ცეცხლი მეორე სართულზე, ერთ-ერთ საკლასო ოთახში გაჩნდა. სამაშველო ღონისძიებები დროზე გატარდა და არ არიან დაშავებულები", - თქვა გოგიამ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

Print