სპორტი
კლუბ „ხარებამ“ ერეკლე მეფის სახელობის დოღში გაიმარჯვა (ფოტო)
ახმეტაში, ერეკლე მეფის სახელობის დოღში ზუგდიდის კლუბმა მორიგ წარმატებას მიაღწია. სუფთა სისხლის ცხენებს შორის 2 და 3 კილომეტრიან დისტანციაზე კლუბის მხედარმა საბა ეხვაიამ პირველი ადგილი მოიპოვა.



„დოღი იპოდრომის გახსნასთან დაკავშირებით ჩატარდა, სადაც საქართველოს ყველა ტიტულოვანი კლუბი მონაწილეობდა. 2 კილომეტრიან გარბენში გამარჯვებული ცხენი „შავი ბრილიანტი“, ხოლო 3 კილომეტრიან დისტანციაზე „ალავერდი“ გახდა. ამ დღეს განსაკუთრებულად ველოდებოდით და ვემზადებოდით“,- უთხრა რადიო „ათინათს“ კლუბის დამფუძნებელმა მამა იაკობ ეხვაიამ.



მისივე ინფორმაციით, გარდა ადგილობრივი კლუბებისა, შეჯიბრში პანკისიდან, დაღესტნიდან და ჩეჩნეთიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა მიიღეს მონაწილეობა.

გამარჯვებულებს სიგელები, თასები და ფულადი ჯილდო საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა იმედა სისაურმა გადასცა.

Print