რეგიონი
ზუგდიდში პროფესიული განათლების შესახებ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატა პროფესიული განათლების რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით რეგიონებში

საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. დღეს შესაბამის ღონისძიებას, რომელიც ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა, ბიზნეს სექტორის, პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენელბი და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

 


„სავაჭრო - სამრეწველო პალატის ორგანიზებით, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედ მეწარმეებთან საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში გავმართეთ შეხვედრა. თემა იყო პროფესიული განათლების ახალი კანონი, რომელიც გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ახალ მიდგომებს. ამ პროცესში მეწარმეების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.

შეხვედრის ორგანიზატორებმა პროფესიული განათლების რეფორმისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განვითარების საკითხში სავაჭრო - სამრეწველო პალატის ჩართულობის შესახებ პრეზენტაცია გამართეს. პროფესიული განათლების ახალი კანონი შეკრებილებს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს. ისინი მსგავს შეხვედრებში სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტებთან ერთად არიან ჩართულები .



 

Print