რეგიონი
მარტვილის კანიონზე მაშველებმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს
დაცული ტერიტორიების სააგენტო ახალი ტურისტული სეზონისთვის ემზადება. ვიზიტორთა უსაფრთხოების სისტემის სრულყოფისათვის სხვადასხვა ღონისძიება ტარდება, მათ შორის გადამზადების კურსები.

სამეგრელოს რეგიონში, მარტვილის კანიონზე მაშველებმა საერთაშორისო აკრედიტაციის ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს და უახლესი სტანდარტების, თანამედროვე სამაშველო აღჭურვილობა მიიღეს. მაშველებს კვალიფიკაციის დამდასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცათ.


Print