რეგიონი
ზუგდიდში აქციის მონაწილე მძღოლები დაშლას არ აპირებენ (ვიდეო)

ზუგდიდში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლების ნაწილი კვლავ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობასთან რჩება.


აქციის მონაწილეებს ვიცე-მერი გია გულორდავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფაცაცია შეხვდნენ. მათ რამდენიმე მძღოლი მოლაპარაკების მიზნით მერიის შენობაში შეიყვნეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მერია კერძო სადგურების გაკონტროლების მიზნით წერილს ამზადებს, რომელიც ყველა შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.

 



„უნდა დაიხუროს ყველა უკანონოდ გახსნილი სადგური და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული მძღოლები“, - თქვეს მძღოლებმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს კერძო სუბიექტებს შორის დავაა და საკითხი მათ კომპეტენციას ცდება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საკითხს მოიკვლევენ. 

რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები უკვე მოეთხე დღეა აქციებს მართავენ. ისინი ქალაქში მოქმედი სხვა კერძო სადგურების გახსნის კანონიერების დადგენას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეებსა და კერძო ავტოსადგურის მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ორი დღის წინ მოხდა. სამართალდამცავებმა ოთხი მათგანი დააკავეს. მათი სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.


ამავე თემაზე:

გაფიცული მძღოლები სამხარეო ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ

Print