რეგიონი
რუსეთი - აფხაზეთის საზღვართან ამერიკული შაშხანის M-16 - ის ვაზნები ამოიღეს
რუსმა მესაზღვრეებმა დე ფაქტო აფხაზეთთან საზღვარზე აფხაზურნომრიანი Porsche Cayenne - ის მარკის მანქანის შემოწმებისას, 5,56 კალიბრის 30 ვაზნა აღმოაჩინეს, წერს ინტერნეტ - გამოცემა "აიაირა".

ამავე ცნობით, საბრძოლო მასალა გათვლილია შეიარაღებისთვის, რომელიც აშშ-ის და ნატოს ყველა ძალოვან სტრუქტურაში გამოიყენება.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აღნიშნული ფაქტი, სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს და ჩხრეკისას ამოღებული მასალები, შემდგომი პროეცესუალური გადაწყვეტილებებისთვის, სოჭის პოლიციას გადაეცა.

Print