რეგიონი
თვითმხილველები: ქალაქის ცენტრში ქალს ხელჩანთა წაართვეს
ზუგდიდში, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, შუახნის ქალს ახალგაზრდა მამაკაცმა ხელჩანთა წაართვა. თვითმხილველების თქმით, ქალი მას გაეკიდა, თუმცა მძარცველი ადგილიდან მიიმალა.

"ტაქსიდან ჩამოვიდა და ავტომობილიდან ბარგს ალაგებდა, ხელჩანთა მანქანის სახურავზე დადო, რათა მძღოლისთვის თანხა მიეწოდებინა. ამ დროს ტაქსთან ვიღაც ბიჭმა მიირბინა და ჩანთა გაიტაცა. ქალი კიოდა, შველას ითხოვდა, თუმცა ხალხი დაიბნა და ვერ მიხვდა რა გაეკეთებინა ", - თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტზე უწყებაში ამ დრომდე შეტყობინება არ შესულა.


ფოტო:ინტერნეტი

Print