რეგიონი
ზუგდიდში დაკავებულ მძღოლებს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის დაკავებულ 4 მძღოლს გირაოს სახით 3000-3000 ლარის, ხოლო ერთს 2000 ლარის გადახდა დააკისრა. მოსამართლე ნატრული აკობიამ დაკისრებული თანხის გადასახდელად მათ 20 დღიანი ვადა მისცა, მანამდე პატიმრობაში დატოვა. დაკავებულთაგან ოთხს ბრალი იძულებსა და ხულიგნობაში, ხოლო ერთს მხოლოდ იძულებაში ედება. ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

აღნიშნულ ავტოსადგურში მომუშავე სხვა მძღოლები, რომლებმაც 4 დღიანი გაფიცვის შემდეგ მუშაობა დღეს განაახლეს, ბრალდებას არ ეთანხმებიან.


ავტოსადგურის მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ მოხდა, რის შედეგადაც 5 მძღოლი დააკავეს. რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები, რომლებიც აქციებს ოთხი დღე მართავდნენ, გაფიცვა გუშინ შეწყვიტეს. ისინი ქალაქში მოქმედი სხვა კერძო სადგურების გახსნის კანონიერების დადგენას ითხოვენ.

ზუგდიდში გაფიცული მძღოლები ხვალიდან მუშაობას განაახლებენ 

ზუგდიდში აქციის მონაწილე მძღოლები დაშლას არ აპირებენ (ვიდეო)

ზუგდიდში მიკროავტობუსების მძღოლები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან (ვიდეო)



Print