რეგიონი
სოხუმი: აფხაზეთში მეორე მსოფლიო ომის 22 ვეტერანი ცხოვრობს
სოხუმში ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავს აღიშნავენ. დღის განმავლობაში გაიმართება მიტინგები, სხვადასხვა ღონისძიებები, აქცია - „უკვდავი პოლკი“ და საზეიმო კონცერტი.

„აბხაზია ინფორმის“ ცნობით აფხაზეთიდან ფრონტზე წასული 55 ათასი ჯარისკაციდან, 17,5 ათასი დაიღუპა, 8 ათასი უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამავე მონაცემებით, „კავკასიის დაცვისთვის“ მედლებით 8 ათასზე მეტი აფხაზეთის მკვიდრია დაჯიდლოებული, 22 - საბჭოთა კავშირის გმირი გახდა, სამი -„ღირსების ორდენის კავალერი“.

დე ფაქტო აფხაზეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღესდღეობით აფხაზეთში 22 ვეტერანი ცხოვრობს, მათგან 4 - ლავრენტი ბერაძე, ტარას ჯღარკავა, არაშაკი ქავშბაია და ალექსანდრე შევჩენკო - გალის რაიონში.


Print