ახალი ამბები
მარტვილში უკანონო სახერხი საამქროები აღმოაჩინეს
მარტვილში 2 უკანონო სახერხი საამქრო და სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 6 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამოღებულია რცხილასა და კრიპტომერიის სახეობის დაუფირნიშებელი მორები და უკანონოდ მოპოვებული 5 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.



დარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 12 ოქმი, რომელიც საჯარიმო სანქციებს 1000-დან 2000 ლარამდე ითვალისწინებს.

საქმის მასალები შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.


Print