ახალი ამბები
ბევრილი ჯგუფი: გამყიდველმა კროტი მომხმარებელს შეცდომით მიყიდა
„ბევრილი ჯგუფის“ მაღაზიაში, სადაც არასრულწლოვანმა კროტი მიიღო, მომხმარებელს ნივთიერება გამყიდველმა ტკბილეულის ნაცვლად მიყიდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი კოროხაშვილმა უთხრა.

„ეს არის ძალიან სამწუხარო და მიუღებელი ფაქტი ჩემთვისაც, როგორც მშობლისთვის და გამყიდველის უხეში შეცდომა, არაკომპეტენტურობა. გასაგებია, რომ ტკბილეულის ნაცვლად ჩვენ კროტს არ ვყიდით“, - აღნიშნა კოროხაშვილმა.

არასრულწოვანი, რომელიც გუშინ კროტით მოიწამლა, იაშვილის კლინიკაში მკურნალობს. საავადმყოფოს პრესსამსახურში ამბობენ, რომ პაციენტი ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ უკვე გამოიკითხა მაღაზიის გამყიდველი, სადაც შემთხვევა მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოკითხვები გრძელდება.

ამავე თემაზე:

ფოთში ბავშვის, სავარაუდოდ, კროტით ინტოქსიკაციის ფაქტზე მაღაზიის გამყიდველი გამოიკითხა
Print